მანჩესტერი ამ სატრანსფერო ფანჯრისას ატლეტიკოდან საულ ნიგესის გადაბირებას შეეცდება. The Mirror-ის ცნობით, მანკუნიანელები ესპანელს პოლ პოგბას შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც დიდი ალბათობით იუნაიტედს დატოვებს.
მანჩესტერს საულის გადაბირება 2 წლის წინაც სურდა, თუმცა როგორც ხედავთ აქედან არაფერი გამოვიდა. ნიგესი ატლეტიკოს ერთ-ერთი ლიდერია და სიმეონეს გუნდი მას მარტივად არ დათმობს. წინა სეზონში საულმა 43 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება პოგბას, მის მიმართ პსჟ დიდ ინტერესს იჩენს. მანჩესტერიდან წასვლის სურვილს არც თავად ფრანგი მალავს და დიდი შანსია ახალი სეზონი ახალ გუნდში დაიწყოს.