მანჩესტერმა სულშერი გაუშვა

მანჩესტერ იუნაიტედმა ოლე-გუნარ სულშერი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაუშვა. ინფორმაცია ბრიტანულმა წყაროებმა დაადასტურეს.

სულშერის გაშვებაზე დიდხანს იყო საუბარი, თუმცა გუნდის ხელმძღვანელები თავს იკავებდნენ. დღეს იუნაიტედმა ვოტფორდთან 1:4 წააგო და ნორვეგიელს ეს აღარ ეპატია. ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ იქნება მანჩესტერის ახალი მწვრთნელი.

სულშერმა მანჩესტერი 2018 წლის ნოემბერში ჟოზე მოურინიოს იუნაიტედიდან წასვლის შემდეგ ჩაიბარა. მის ხელში გუნდს ტიტული არ მოუგია. ამ მომენტისთვის მანჩესტერი პრემიერლიგაში 17 ქულით მე-7 ადგილზეა და შემდეგ ტურში ჩელსის შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *