მანჩესტერმა ფეხბურთელი ესპანეთში გაანათხოვრა (ფოტო)

მანჩესტერ იუნაიტედმა ენტონი მარსიალი სევილიაში გაანათხოვრა. ანდალუსიურმა გუნდმა ფრანგი შემტევი სეზონის ბოლომდე გამოსყიდვის უფლების გარეშე გადაიბირა. ესპანეთში მგზავრობის ამსახველი ფოტო თვითმფრინავიდან ენტონის მეუღლემ გამოაქვეყნა.

მარსიალი მანჩესტერმა 2015 წლის ზაფხულში მონაკოდან გადაიბირა. მაშინ ჯერ კიდევ 19 წლის ფეხბურთელმა კარგად დაიწყო, დებიუტშივე ლივერპულს ბრწყინვალე გოლი გაუტანა. რამდენიმე წლის შემდეგ ისე ვეღარ თამაშობდა როგორც ელოდნენ. მიმდინარე სეზონში მარსიალმა მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება სევილიას, ანდალუსიელები ლა ლიგაში 46 ქულით მე-2 ადგილზე არიან და ლიდერ რეალს 4 ქულით ჩამორჩებიან. ესპანური გუნდი ევროპა ლიგის 1/16 ფინალშიცაა, სადაც დინამო ზაგრებს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published.