მანჩესტერს დროებით ისევ ძველი მანჩესტერელი გაწვრთნის

ოლე-გუნარ სულშერმა მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა. ბრიტანელი ტაბლოიდების ცნობით, იუნაიტედს უახლოესი რამდენიმე მატჩი მაიკლ კერიკი გაწვრთნის.

კერიკი მანჩესტერისთვის კარგად ნაცნობი კაცია. საფეხბურთო კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ იუნაიტედში გაატარა. ოლდ ტრაფორდის ბინადრების ღირსებას იგი 2006-18 წლებში იცავდა და ფანების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო. კერიკი დროებითი მწვრთნელია და მანჩესტერელები სულშერის სრულფასოვან შემცვლელს უკვე ეძებენ.

მანჩესტერი პრემიერლიგაში 17 ქულით მე-7 ადგილზეა და შემდეგ ტურში ჩემპიონატის ერთერთ ფავორიტ ჩელსის შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *