მანჩესტერს ოსიმენი უნდა

მანჩესტერ იუნაიტედს ვიქტორ ოსიმენის დამატება სურს, ამაზე ინფორმაციას ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს

“არ ვფიქრობ, რომ ეს ტრანსფერი ზამთარში მოხდება, მაგრამ არ გამიკვირდება, თუ ზაფხულში ასე მოხდება. ოსიმენით მანჩესტერელები ამ სეზონის სტარტზეც დაინტერესებულნი იყვნენ.

თუ ნაპოლი სერია ა-ს მოიგებს, ფეხბურთელს გაყიდიან. მანჩესტერს მინიმუმ 120 მილიონის გადახდა მოუწევს, მაგრამ რა პრობლემაა?! პრემიერლიგის გუნდებს ამდენი ფული აქვთ. იუნაიტედს მისი ყიდვა გადაწყვეტილი აქვს, თუმცა ბაზარზე სხვა კლუბებიც არიან,” – თქვა დი მარციომ.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *