მანჩესტერ სიტი: ცუდი სიახლეები პეპისგან

სიახლეები პეპ გვარდიოლასგან. მანჩესტერ სიტის მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე  განაცხადა ის, რაც ბევრმა არ იცოდა: ფილ ფოდენს სერიოზული ტრავმა აქვს და სწორედ ამის გამო ვერ ითამაშა იტალიასთან ევროპის ჩემპიონატის ფინალში. იმ პერიოდში მიკროტრავმა ეგონათ, მაგრამ გამოკვლევამ აჩვენა, რომ მუხლი სერიოზულად დაზიანებულია.

კევინ დე ბრუინის ტრავმა კი სიახლე არაა. ევროპაზეც აწუხებდა კუნთი, იტალიასთან მეოთხედფინალის მერე კი თქვა: „საოცარია, რომ საერთოდ ვითამაშე. ექიმებმა სასწაული მოახდინეს“.

„ფოდენმა საკმაოდ ადრე მიიღო სერიოზული ტრავმა და იტალიასთან ფინალიც ამიტომ გაუცდა. ასევე გამოტოვებს პრემიერლიგის საწყის თამაშებს. სიფრთხილე გვმართებს, რადგან არსებიბს რისკი, რომ დაზიანებამ უფრო სერიოზული სახე მიიღოს.

…რაც შეხება დე ბრუინს, ის ფოდენზე მალე დაბრუნდება, მაგრამ უახლოეს მომავალში ესეც გამორიცხულია“.

მანჩესტერ სიტის 7 აგვისტოს ინგლისის სუპერთასზე ლესტერთან მოუწევს დაპირისპირება.

და კიდევ, გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე მწუხარება გამოთქვა მიხაელ ბალაკის 18 წლის ვაჟის გარდაცვალების გამო. ემილიო ბალაკი რამდენიმე დღის წინ ავარიაში დაიღუპა.

„ის ჩემი ოჯახის მეგობარი იყო, როცა მიუნხენში ვმუშაობდი. 18 წლის შესანიშნავი ბიჭი… ძალიან ზრდილობიანი და მეგობრული, მაგრამ სამწუხაროდ, ასე მალე დასრულდა მისი სიცოცხლე. ვეცდებით, ფინალი მოვიგოთ. და ეს გამარჯვება ბალაკების ოჯახს უნდა მივუძღვნა. ვწუხვარ, მიხაელ!“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *