დიეგო მარადონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მისმა ადვოკატმა მატიას მორლამ სასამართლოზე პირველი ჩვენება მისცა. მან განაცხადა, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი ექიმების დაუდევრობამ იმსხვერპლა.
“ექიმებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს. მარადონა მანამდე გაბერეს რაღაც ნივთიერებებით, სანამ გული არ გაუსკდა. ის არასათანადო სამედიცინო მომსახურებამ იმსხვერპლა. მისი გარდაცვალების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ორგანიზმში ბევრი წყალი იყო.
ოჯახის გადაწყვეტილებით, დიეგომ მკურნალობა სახლში გააგრძელა, არა და ექიმები დაჟინებით ითხოვდნენ მის კლინიკაში დატოვებას. რამდენიმე დღით ადრე დიეგოს ვესაუბრე და უცნაური ხმა ჰქონდა, მისი ხმა მაღალი და რობოტული იყო. მარადონას ქალიშვილებმა დალმამ და ჯიანინამ დიეგო მიატოვეს და შემდეგ რაც მოხდა ყველამ იცით.”-განაცხადა ადვოკატმა.