მარადონას ექიმებს სასამართლოში ელოდებიან

დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეს კვლავ იძიებენ. BBC-ის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში სასამართლოში მარადონას ექიმები და ზოგადად სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები წარსდგებიან. მარადონას ექიმებს დაუდევრობა და პროფესიული გულგრილობა ბრალდებათ.

ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ მარადონას მკურნალობა სავსე იყო ცდომილებებით და დარღვევებით, რამაც არგენტინელის გამოჯანმრთელებას შეუშალა ხელი.

დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი ადვოკატების მტკიცებით, სათანადო ყურადღების და საჭირო მკურნალობის შემთხვევაში, ფეხბურთელის გადარჩენის ბევრად დიდი შანსი იქნებოდა.

Leave a comment

Your email address will not be published.