„ასეთი რამ მარადონასა და კარეკასაც არ გაუკეთებიათ. კვარაცხელია-ოსიმენი უფრო მეტია“ – წერს იტალიური პრესა, ტექსტი La Gazzetta Dello Sport-ზეც გვხვდება.
თუმცა, რა თქმა უნდა, იქამდე ჯერ მაინც ადრეა. მარადონა-კარეკას ნაპოლი ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი.
ნაპოლი-იუვენტუსი 5:1. კვარაცხელიამ და კომპანიამ კითხვები არ დატოვა, ლუჩანო სპალეტის გუნდი კი ცაშია აყვანილი.
„ნაპოლი ჰგავს კრუიფის აიაქსს, საკის მილანს, გვარდიოლას ბარსელონას ერთად“.
ბოლო 15 წელიწადში იყო პერიოდი, როცა ნაპოლი სერია ა-ს ლიდერობდა, მაგრამ ასეთი თამშით და ასეთი ქულების უპირატესობით არა. ახლა უნიკალური შანსი აქვს.