ტოკიოს ოლიმპიადაზე მიმდინარეობს ძიუდოს ტურნირი. მეორე საჭიდაო დღეს ტატამზე 2 ქართველი გამოვიდა. მამაკაცთა 66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი, ხოლო ქალთა 52 კგ-ში – ტატიანა ლევიცკა-შუკვანი.
ვაჟა მარგველაშვილი პირველი წრიდან თავისუფალი იყო და ტურნირზე 1/8 ფინალიდან ჩაერთო. ქართველის მეტოქე რუსი იაკუბ შამილოვი გახლდათ.
შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მთავარმა მსაჯმა პირველივე წუთზე ორივე ძიუდოისტს თითო-თითო შიდო მისცა ინერტულობისთვის.
ძირითადი დროის ბოლო წუთზე, ვაჟა გააქტიურდა, მოუმატა ტემპს და მშვენიერი „მაკიკომით“ მეტოქე ვაზარიზე დააგდო. მარგველაშვილმა წარმატებით შეინარჩუნა ფინალურ გონგამდე ეს უპირატესობა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ებრაელი ბარუჰ შმაილოვი გახლდათ.
ქართველმა ფალავანმა მეორე ბარიერიც იოლად გადალახა – 2 წუთსა და 55 წამში ორჯერ დააგდო ვაზარიზე შმაილოვი და ოლიმპიადის 1/2 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე სამხრეთ კორეელი ბაულ ანი იქნება.
1/2 ფინალი
ჰიფუმი აბე – დანიელ გარნინი
ბაულ ანი – ვაჟა მარგველაშვილი
რეპეშაჟი
მანუელ ლომბარდო – ბაშკუ იოდონპერენლეი
ადრიან გომბოცი – ბარუხ შმაილოვი
52 კგ წონით კატეგორიაში პირველი რაუნდი იოლად გაიარა ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა – იპონით დაამარცხა ჰაიტელი საბიანა ანესტორი. მეორე რაუნდში ქართველ ძიუდოისტს მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი – ამანდინ ბუშარი შეხვდა.
ფრანგმა მალევე მოიპოვა ვაზარიანი უპირატესობა.ბუშარი ერთ მომენტში ილეთს იწყებდა, რა დროსაც უხერხულად მოარტყა ფეხში ლევიცკა შუკვანს. სამწუხაროდ ტატიანამ ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო და გამოეთიშა ასპარეზობას.
1/2 ფინალი
ამანდინ ბუშარი – ფაბიანა კოჩერი
უტა აბე – ოდეტ გიუფრიდა
რეპეშაჟი
და სოლ პარკი – რეკა პუპი
ჩელსი ჟილე – შარლინ ვან სნიკი