მარეკ ჰამშიკი – დიდი ფეხბურთიდან, ღვინის ბიზნესში

მარეკ ჰამშიკი ვეტერანი სლოვაკი ფეხბურთელია, ის ამჟამად აქტიური საფეხბურთო კარიერის ბოლო წლებს ითვლის, თურქულ „ტრაბზონსპორში“ ასპარეზობს და სეზონის ბოლოს ჩემპიონობისთვის ემზადება. მარეკმა საფეხბურთო კარიერა 2002 წელს მშობლიურ „სლოვანში“ დაიწყო, შემდეგ კი იყო დიდი თავგადასავალი, ჯერ ბრეშა, შემდეგ კი ყველაზე გამორჩეული ნეაპოლიტანური გაჩერება იყო. 2007 წელს ჰამშიკი ნაპოლიმ შეიძინა, ამ გუნდში სლოვაკმა 2019 წლამდე 520 მატჩში 121 გოლის გატანა შეძლო. 2019 წლიდან ის ჩინური დალიანის წევრი იყო (45 მატჩი, 5 გოლი), შემდეგ ცოტა ხნით შვედურ „გიოტებურგში“ იასპარეზა, სლოვაკეთის ნაკრებში ჰამშიკს 126 თამაშში 26 გოლი აქვს გატანილი. მან ნეაპოლში დიდი კვალი დატოვა და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ შევიდა.

როგორც აღმოჩნდა ფეხბურთელი მწვანე მინდვრის მიღმაც საკმაოდ აქტიური იყო, მან იტალიაში წლების განმავლობაში თამაშისა და ცხოვრების პარარელურად, ადგილობრივ ღვინის ჯიშებზე და ზოგადად ამ მეურნეობაზე დაკვირვება დაიწყო. ეს ყველაფერი კი იმდენად შეუყვარდა რომ, ჯერ ჰობად, შემდეგ კი მეორე პროფესიადაც აქცია.

როგორც ამბობენ მარეკი თავისუფალ დროს ხშირად სტუმრობდა სხვადასხვა იტალიურ სოფლებსა და მეღვინეობებს და იქ მიღებულ პრაქტიკულ ცოდნას, ჩინეთში თეორიული ცოდნაც დაამატა და ამ სფეროში პირველი დიდი ნაბიჯებიც გადადგა. ფეხბურთელმა მეღვინეობის ინდუსტრიაში მთავარ ბიზნეს პარნტიორად მამამისი აირჩია, ჰამშიკებმა სლოვეკთში, მშობლიურ მხარეში დიდი რაოდენობით მიწები იყიდეს, გააშენეს ვაზი, ლოჯისტიკური და სხვა სამუშაოების შემდეგ შეიძინეს საჭირო ტექნიკა- დანადგარები, მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ წელს ისინი პირველ მოსავალს მიიღებენ, სლოვაკური ბაზრის ათვისების პარარელურად კი ექსპორტზე გასვლასაც აპირებენ.

ჰამშიკების ღვინო სულ მალე მონაწილეობას მსოფლიო გამოფენებში მიიღებს, ფეხბურთელმა სიმბოლურად დეგუსტაციისთვის პირველი ჩამოსხმული ბოთლები მის ყოფილ თანაგუნდელებს გაუგზავნა, როგორც თავად ამბობს ღვინო ყველასგან დადებით ემოციებს და მოწონებებს იმსახურებს.

Leave a comment

Your email address will not be published.