“მარიამობას გილოცავთ, მადლობა გულშემატკივრობისთვის” – გიგა ჭიკაძე

გიგა ჭიკაძემ ედსონ ბარბოსასთან ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, ინტერვიუში ახალი მეტოქე გამოიწვია და ქართველ გულშემატკივარსაც მიმართა:

“ეს ბრძოლა ჩემთვის იყო გამოწვევა, სიტყვები, რომლებიც მანამდე ვთქვი, არ იყო უბრალოდ სიტყვები, მე ვიცოდი რომ გავიმარჯვებდი, მე სიტყვის კაცი ვარ. მე ეს ყველაფერი ჩემი დარტყმებით დავამტკიცე. მე მინდოდა მისი დაფინიშება, როგორც აქამდე ვთქვი, ჩემი გრეპლინგი განვითარებულია. მოკითხვა მთელს ჩემს გუნდს, ვინც მეხმარება რომ წინ წავიდე. მე დაბადებიდან ვიბრძი, ესაა რაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს.

მინდა, რომ მომავალ სატიტულო ბრძოლა დავაზღვიო და შემცვლელი ვიყო, თუ რომელიმე მებრძოლი გამოეთიშება. თუ ეს არა, მაშინ მაქს ჰოლოუეი, რომელიც ჩემს დივიზიონს სათავეში უდგას. მან იცის ვინ ვარ, მან ინტერვიუში მახსენა როგორც კარგი დამრტყმელი, თუმცა მინდა ვუთხრა რომ უბრალოდ გიგა არ ვარ, მე ხალხს ვანადგურებ.

მინდა ქართველ გულშემატკივარს ქართულად მადლობა გადავუხადო, ისინი დილით ძალიან ადრე დგებიან რათა ჩემს და სხვა ქართველების ბრძოლებს უყურონ. მილიონობით ქართველი ერთიანდება ჩვენი ბრძოლის დღეს და გვგულშემატკივრობს. მერაბი ახლა დარბაზშია, მოვიკითხავ მას. იგი მალე დიდ წარმატებას მიაღწევს. ძალიან დიდი მადლობა, გილოცავთ მარიამობას – საქართველოს გაუმარჯოს! ”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *