მარიამ ბოლქვაძემ ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო

ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება ქალთა 125K საჩოგბურთო ტურნირი – THOREAU TENNIS OPEN,რომელზეც წარმატებით ასპარეზობს მარიამ ბოლქვაძე.

ქართველი ჩოგბურთელი ბრწყინვალე ფორმაშია, რომელსაც 9 მატჩიანი მოგებათა სერია გააჩნია.

null

მარიამ ბოლქვაძე (N 176 მსოფლიო რეიტინგში) კონკორდის სახელობის ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და ზედიზედ 4 მატჩის მოგებით მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

I საკვალიფიკაციო ეტაპი ბოლქვაძე – პლიპუჩი 6:2 6:4

II საკვალიფიკაციო ეტაპი ბოლქვაძე – ჩანგი 6:2 6:1

1/16 ფინალი ბოლქვაძე – დუვალი 6:2 3:6 6:1

1/8 ფინალი ბოლქვაძე – მინენი 6:4 6:4

მერვედფინალურ ეტაპზე მარიამის მეტოქე მსოფლიოს 111-ე ჩოგანი გრიჯ მინენი გახლდათ. ბელგიელი ჩოგბურთელი მატჩის ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა მოვლენები ქართველის სასარგებლოდ განვითარდა.

შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – საწყისი 5 გეიმის განმავლობაში ჩოგბურთელები იოლად იგებდნენ საკთარ ჩაწოდებას, თუმცა მომდევნო 5 გეიმის განმავლობაში 5 ბრეიკი შესრულდა. მარიამმა ორჯერ დაკარგა საკთარი ჩაწოდება, სამაგიეროდ გრიჯი სამჯერ დააბრეიკა და სეტიც გამარჯვებით დაასრულა 6:4.

მეორე სეტში ბოლქვაძემ ადრეული ბრეიკი შეასრულა და ჯერ 4:2 დაწინაურდა, შემდეგ 5:3, სეტის ბოლოსკენ ბრეიკების გაცვლის შედეგად საბოლოოდ მატჩი მარიამმა 6:4 6:4 მოიგო.
ქართველი ჩოგბურთელი THOREAU TENNIS OPEN-ის 1/4 ფინალში ვერა ზვონარევა/ვარვარა ლეპჩენკოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

null

მარიამმა კონკორდის ტურნირზე 2 საკვალიფიკაციო ეტაპის გავლისთვის 6 ქულა დააგროვა, ძირითად ბადეში, 1/4 ფინალში ასპარეზობისთვის 29 ქულა დაემატება და ჯამში მოპოვებული 35 ქულით ბოლქვაძე ლაივ რეიტინგში 10 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 166-ე ჩოგანია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *