მარიამ ბოლქვაძე და ეკო გორგოძე რეიტინგში წინ მიიწევენ

ორშაბათს ტრადიციულად განახლდა WTA-ს ქალთა რეიტინგი, რომელშიც წინსვლა განიცადეს საქართველოს პირველმა და მეორე ჩოგნებმა.

ნურ-სულთანის ტურნირის მოგების ფონზე მარიამ ბოლქვაძემ ერთბაშად 22 პოზიცია მოიგო და ამჟამად რეიტინგის 173 ნომერია.

ბუდაპეშტის 250-იანთა ტურნირის ძირითად ბადეში გასვლით(გადალახა 2 საკვალიფიკაციო ეტაპი) ეკო გორგოძემ მნიშვნელოვანი სარეიტინგო ქულები დააგროვა და წინა კვირასთან შედარებით 7 პოზიციით აღზევდა. ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად 207-ე პოზიციაზე იმყოფება.

null

ტოპ 10-ში ერთდერთი ცვლილება განხორციელდა – გარბინია მუგურუზამ მეცხრე პოზიციაზე აინაცვლა და 1 საფეხურით ჩამოაქვეითა სიმონა ჰალეპი.
წინა კვირასთან შედარებით 2 პოზიცია მოიგო როლან გაროსის ჩემპიონმა ბარბორა კრეიჩიკოვამ და მაქსიმალურად მიუახლოვდა ტოპ 10-ს. ამჟამად ჩეხი ჩოგბურთელი მეთერთმეტეა.

1. ეშლი ბარტი – 9635
2. ნაომი ოსაკა – 7336
3. არინა საბალენკა – 6965
4. სოფია კენინი – 5640
5. ბიანკა ანდრეესკუ – 5331
6. ელინა სვიტოლინა – 5125
7. კაროლინა პლიშკოვა – 4975
8. იგა შვიონტეკი – 4695
9. გარბინია მუგურუზა – 4165
10. სიმონა ჰალეპი – 4115
11. ბარბორა კრეიჩიკოვა – 4113
————————
173. მარიამ ბოლქვაძე – 438
207. ეკა გორგოძე – 339

null

ჰამბურგის 500-იანთა კატეგორიის ტურნირზე 1/4 ფინალში გასვლის მიუხედავად საქართველოს პირველმა ჩოგანმა – ნიკოლოზ ბასილაშვილმა წინა კვირასთან შედარებით ერთბაშად 13 პოზიცია დაკარგა და 29-დან 42 საფეხურამდე ჩამოქვეითდა.

მამაკაცთა ტოპ 10-ში არანაირი ცვლიელბა არ ყოფილა, რეიტინგის ისევ დამაჯერებლად ლიდერობს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი 12113 ქულით.

2 პოზიცია მოიგო და მსოფლიო მე-11 ჩოგანი გახდა პაბლო კარენო ბუსტა, რომელმაც გუშინ ჰამბურგის ფინალში 6:2 6:4 სძლია ფილიპ კრაინოვიჩს.

ბაშტადის ტურნირის გამარჯვებულმა კასპერ რუუდმა (ფინალში მოუგო კორიას 6:3 6:3) კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა – რეიტინგის მე-14 ჩოგანია.

ერთბაშად 39 საფეხურიანი ნახტომი გააკეთა კევინ ანდერსონმა. სამხრეთ აფრიკელმა გუშინ ნიუპორტის ტურნირი მოიგო, დაბრუნდა ტოპ 100-ში და ამჟამად უკვე მსოფლიოს 74-ე ნომერია.

1. ნოვაკ ჯოკოვიჩი – 12113
2. დანილ მედვედევი – 10370
3. რაფაელ ნადალი – 8270
4. სტეფანოს ციციპასი – 8030
5. ალექსანდრ ზვერევი – 7340
6. დომინიკ ტიმი – 7340
7. ანდრეი რუბლიოვი – 6005
8. მატეო ბერეტინი – 5488
9. როჯერ ფედერერი – 4215
10. დენის შაპოვალოვი – 3625
11. პაბლო კარენო ბუსტა – 3260
————
14. კასპერ რუუდი – 2840
42. ნიკა ბასილაშვილი – 1565
74. კევინ ანდერსონი – 958

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *