მარიამ ბოლქვაძე როლან გაროსს გამოეთიშა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სტარტი აიღო როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპმა. სამწუხარუდ პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა ასპარეზობას მარიამ ბოლქვაძე. საქართველოს მეორე ჩოგანმა (მსოფლიო რეიტინგში N161) 6:3 4:6 2:6 წააგო სიონე მენდესთან.

პირველი სეტი ბრეიკებით დატვირთული გამოდგა – ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა მეტოქის ჩაწოდება ორჯერ მოიგო, ქართველმა კი 4 უკუბრეიკით უპასუხა. მარიამს არ გასჭირვებია პირველი სეტის მოგება 6:3.

მეორე პარტიაში სიონემ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საკუთარი ჩაწოდების ხარისხი და შედეგიც მიიღო – მეშვიდე გეიმში შესრულებული ერთადერთი ბრეიკის წყალობით სეტებს შორის ანგარიშიც გაათანაბრა 1-1 (3:6 6:4).

null

მესამე, გადამწყვეტ პარტიაში ისევ მენდესი ფლობდა უპირატესობას – მესამე და მეხუთე გეიმებში ავსტრალიელმა ორჯერ აიღო ქართველის ჩაწოდება და შემდეგ მშვიდად მიიყვანა საქმ საბოლოო გამარჯვებამდე 3:6 6:4 6:2.

მთელი შეხვედრის განმავლობაში მარიამი კატასტროფულად გამოიყურებოდა საკუთარ ჩაწოდებაზე – საქართველოს მეორე ჩოგანმა ვერცერთი ეისი ვერ ჩააწოდა და 10 ორმაგი შეცდომა დაუშვა. მარიამის ანგარიშზე ასევე გახლდათ 15 ვინერსი და 56 უნებლიე შეცდომა. ბოლქვაძემ ოთხჯერ აიღო მეტოქის ჩაწოდება, საკუთარი კი ხუთჯერ დაკარგა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *