მარიამ ბოლქვაძის წარმატებული სტარტი US OPEN-ზე

ნიუ იორკში სტარტი აიღო 2021 წლის US OPEN-ის საკვალიფიკაციო ეტაპმა, რომელშიც 2 ქართველი ჩოგბურთელი ჩაება.

მარიამ ბოლქვაძემ (N167) პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, უმძიმეს ბრძოლაში 7:5 4:6 6:4 სძლია უკრაინელ დარია სნიგურს (N 207) და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

null

მატჩი 2 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა, ქართველი ჩოგბურთელის ანგარიშზე კი 0 ეისი და 8 ორმაგი შეცდომა იყო. მარიამმა 14 ბრეიკპოინტი მოიპოვა, საიდანაც 9-ის რეალიზება შეძლო.

თავისმხრივ, ასევე არადამაჯერებლად გამოიყურებოდა საკუთარ ჩაწოდებაზე 19 წლის უკრაინელი, რომელმაც 1 ეისი მოაწოდა და 5 ორმაგი დაუშვა. დარიამ შეხვედრის მიმდინარეობისას 12 ბრეიკპოინტი მოიპოვა, საიდანაც 8 ბრეიკი შეასრულა.

ბოლქვაძემ სნიგურთან ურთიერშეხვედრებში ანგარიში გაათანაბრა 1:1.

null

ამერიკის ღა პირველობის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მარიამის მეტოქე ბრიტანული ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი ემა რადუკანუ იქნება (N 150), რომელმაც თავისმხრივ პირველ ეტაპზე 6:1 6:2 მოუგო შოფსს.

სამწუხაროდ US OPEN-ს პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა ეკა გორგოძე(N 163). ქართველმა ჩოგბურთელმა იტალიელ ლუკრეციას სტეფანინისთან (N 213) იწვნია მარცხი 3:6 6:3 0:6.

პირველი სეტის ბედი ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც სტეფანინიმ მე-6 გეიმში შეასრულა და შემდეგ უპრობლემოდ მიიყვანა პარტია გამარჯვებამდე.

null

მეორე სეტში გორგოძემ ორჯერ დათმო საკუთარი ჩაწოდება, თუმცა მეტოქის დაბრეიკება სამჯერ შეძლო და სწორედ ამ ფაქტის წყალობით სეტებს შორის ანგარიშიც გაათანაბრა.

მესამე, გადამწყვეტ პარტიაში თითქოს დიდი ბრძოლა უნდა ყოფილიყო, თუმცა ლუკრეციამ 30 წუთში ზედიზედ 6 გეიმი მოიგო და მსათან ერთად მატჩიც.

შეხვედრა 1 საათსა და 50 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ეკოს ანგარიშზე 2 ეისი, ამდენივე ორმაგი შეცდომა და 3 ბრეიკი იყო,თავისმხრივ იტალიელმა 1 ეისი ჩააწოდა, 3 ორმაგი დაუშვა და 9 ბრეიკპოინტიდან 6-ის რეალიზება შეძლო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *