პორტუგალიურ მონტემორში 23-წლამდელ ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე შესანიშნავად იასპარეზა მარიამ ქერდიკაშვილმა – ერთადგილიანი კანოეთი 200-მეტრიანი დისტანციის ფინალში მან 46.73 დაფარა და კანადელ მსოფლიოს ჩემპიონ სოფია იენსენს (46.59) 0.14 წამით ჩამორჩა. 47.15 წამით მესამე ადგილზე პოლონელი კატარჟინა სპერკიევჩი გავიდა. საგულისხმოა, რომ მარიამი ფინალში საკვალიფიკაციო ეტაპიდან პირველი ადგილით (49.15) მოხვდა. თან მეორე ადგილზე გასულ ინესა პენეტრას (პორტუგალია) 2.51 წამით აჯობა.
მარიამ ქერდიკაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია
