მარია კაზაკოვას და გიორგი რევიას ბრინჯაო და ლიცენზია გერმანიიდან (Video)

პეკინის ოლიმპიადაზე პირველად ქართული სპორტის ისტორიაში ფიგურულ ციგურაობაში ჩვენი ქვეყანა სრული გუნდით გამოვა. გერმანულ ობერსდორფში დასრლდა ჩელენჯერის მორიგი ეტაპი, რომელზეც ოლიმპიადის ლიცენზიებიც თამაშდებოდა.

მოცეკვავე წყვილებში მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ პირველ დღეს მოკლე პროგრამაში 66,95 ქულა დაიმსახურეს და მე-5 ადგილზე იყვნენ. დღეს კი, თავისუფალ პროგრამაში 106,25 ქულა დაიმსახურეს, ჯამში 173,20 ქულა დაუგროვდათ და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. რადგან შეჯიბრებაში ოთხი ლიცენზია თამაშდებოდა, ჩვენს წყვილს პეკინის ოლიმპიადის საგზურიც ერგო.

ამდენად, 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადზე საქართველოდან იასპარეზებენ: ვაჟებში – მორის ყვითელაშვილი, გოგონებში – ალინა ურუშაძე, სპორტულ წყვილებში – კარინა საფინა და ლუკა ბერულავა, მოცეკვავე წყვილებში – მარინა კაზაკოვა და გიორგი რევია. შედეგად, ჩვენ მოციგურავეებს გუნდურ შეჯიბრებაშიც მიეცემათ მედლისთვის ბრძოლის შანსი.

Leave a comment

Your email address will not be published.