მარიმ ბოლქვაძე ნურ-სულთანის ტურნირის ტრიუმფატორია

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში დასრულდა ITF-ის W60 კატეგორიის ტურნირი, რომლის გამარჯვებულიც მარიამ ბოლქვაძე გახდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში რუს ვალერია სავინიხს (N196 მსოფლიო რეიტინგში) სძლია 4:6 6:3 6:2 და კარიერაში მე-6 ტიტული მოიგო.
შეხვედრის სტარტი მარიამს უკეთესი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:0 დაწინაურდა. რუსი ჩგბურთელი მალევე „გამოფხიზლდა“ და წონასწორობა მალევე აღადგინა 2:2.

მომდევნო 4 გეიმის განმავლობაში გოგონები ერთმანეთის ჩაწოდებზე უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს, ვიდრე საკუთარზე და შესაბამისად 4 ბრეიკიც დაფიქსირდა – 4:4.

სეტის ბოლოსკენ, ვალერიამ კონცენტრაცია შეინარჩუნა და ზედიზედ 2 გეიმის მოგებით სეტიც სათავისოდ დაიტოვა 6:4.

მეორე პარტიაში გათამაშებული 9 გეიმიდან 8 მიღებაზე მყოფმა ჩოგბურთელმა მოიგო, ბოლქვაძემ ერთადერთხელ შეძლო საკუთარი ჩაწოდების აღება, რაც გადამწყვეტი გამოდგა 6:3.

მესამე, გადამწყვეტ სეტში სავინიხმა ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:1 დაწინაურდა, თუმცა მარიამმა მობილიზება შეძლო, ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო (ზედიზედ 3 ბრეიკი) და მასთან ერთად მატჩიც 4:6 6:3 6:2.

შეხვედრა 2 საათსა და 31 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში მარიამის ანგარიშზე 3 ეისი და 14 ორმაგი შეცდომა იყო. ქართველმა ჩოგბურთელმა 11-ჯერ დააბრეიკა მეტოქე, საკთარი ჩაწოდება კი 8-ჯერ დათმო.
შეხვედრის მიმდინარეობისას ბოლქვაძემ ჯამში 98 ქულა მოიგო, სავინიხმა 85.

მარიამმა კარიერაში მე-6 ტიტული მოიგო. ნურ სულთანის W60 კატეგორიის ტურნირის მოგების წყალობით ბოლქვაძე მსოფლიო რეიტინგში 21 საფეხურიან ნახტომს შეასრულებს და ორშაბათიდან 174-ე ჩგანი იქნება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *