მარინ ჩილიჩის მე-19 ტიტული

მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა მესამე ჩოგანმა მარინ ჩილიჩმა შტუტგარტის ტურნირის ფინალში 7:6 6:3 დაამარცხა ფელიქს ოჟე ალიასიმი და კარიერაში მე-19 ტიტული მოიგო(მესამე ბალახის საფარზე). ამ გამარჯვების ფონზე ხორვატი ჩოგბურთელი რეიტინგის ტოპ 40-ში დაბრუნდა და ამჟამად მსოფლიოს 37-ე ჩოგანია.

20 წლის ოჯე ალიასიმისთვის ეს კარიერული მერვე ფინალი გახლდათ, თუმცა ახალგაზრდა კანადელმა ვერცერთ გადამწყვეტ მატჩში სეტის მოგებაც კი ვერ შეძლო.

32 წლის ჩილიჩმა 2018 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო. შტუტგარტის ტურნირის მსვლელობისას მარინმა ყველა მეტოქე 2 სეტში დაამარცხა და დამაჯერებლად იზეიმა ჩემპიონობა.

ჩილიჩი – მოლეკერი 7:5 6:3

ჩილიჩი – ბასილაშვილი 6:3 6:2

ჩილიჩი – შაპოვალოვი 7:5 7:6

ჩილიჩი – როდიონოვი 6:3 1:0

ჩილიჩი – ოჟე ალიასიმი 7:6 6:3

კარიერაში ხორვატმა ბალახის საფარზე უკვე 73 მატჩი მოიგო და ამ შედეგით მოქმედ ჩოგბურთელთა შორის მე-6 ადგილზე გადაინაცვლა (ლიდერი როჯერ ფედერერია – 187 გამარჯვებით).

მსოფლიო რეიტინგის მე-20 ჩოგანმა იოჰანა კონტამ ნოტინგემის ტურნირის ფინალში 6:2 6:1 გაანადგურა ჩჟენ შუაი და კარიერაში მეოთხე ტიტული მოიგო (პირველი 2017 წლის შემდეგ, 4 წლის წინ მაიამის ტურნირი მოიგო).

კონტა – უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში პირველი ბრიტანელი ქალი ჩოგბურთელია, რომელმაც შეძლო საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ტიტულის მოგება. იოჰანამდე ეს სიუ ბარკერმა შეძლო, მოიგო რა ბრაიტონის ტურნირი 1981 წელს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *