მარინ ჩილიჩის 34-ე ფინალი

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გრძელდება „კრემლის თასის“250-იანთა კატეგორიის ტურნირი. პირველ ნახევარფინალში მარინ ჩილიჩმა 6:3 6:4 სძლია რიკარდას ბერანკისს და კარიერაში 34-ე ფინალის საგზური მოიპოვა (ATP TOUR-ზე).

ხორვატი ჩოგბურთელი მესამედ გავიდა კრემლის თასის ფინალში – 2014 და 2015 წლებში მარინმა მოსკოვში ტურნირი ტრიუმფით დაასრულა.

null

ჩილიჩს კარიერის განმავლობაში 19 ტიტული აქვს მოპოვებული და ხვალ მეოცე ტიტულისთვის რუს ასლან კარაცევს დაუპირისპირდება, რომელმაც თავისმხრივ ნახევარფინალურ სტადიაზე 7:6 6:1 სძლია თანამემამულე კარენ ხაჩანოვს და მიმდინარე სეზონში მესამე ტურნირის ფინალში გავიდა (მოიგო დუბაის ტურნირი, ბელგრადის ტურნირის ფინალში დამარცხდა).

კარაცევმა პირველი სეტის მიმდინარეობისას 4 სეტპოინტი მოიგერია, ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა და პარტია ტაიბრეიკზე მოიგო, მეორე სეტში კი ბრძოლა ფაქტიურად აღარ ყოფილა – ასლანმა მეტოქე ფსიქოლოგიურად გატეხა და შემდეგ იოლად დაამარცხა.

ორშაბათიდან კარაცევს დებიუტი ექნება მსოფლიო რეიტინგის ტოპ 20-ში.

null

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში დასასრულს უახლოვდება ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. ნახევარფინალურ სტადიაზე იანიკ სინერმა 6:2 6:2 სძლია ლოიდ ჰარისს, ხოლო დიეგო შვარცმანმა 6:4 6:0 გაანადგურა ჯენსონ ბრუკსბი.

ფინალური შეხვედრა თბილისის დროით 14:00-ზე აიღებს სტარტს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *