მარიო ბალოტელი: ჩემი გამოძახებით უცნაური არაფერი მომხდარა

4 წლიანი პაუზის შემდეგ, მარიო ბალოტელი იტალიის ნაკრებში გამოიძახეს. თურქული ადანასპორის ფეხბურთელმა ამ თემაზე კომენტარი Football Italia-სთან საუბრისას გააკეთა.

“ყვლაფერი კარგად არის, კარგ ხასიათზე ვარ. 31 წლის ასაკში ნაკრებში გამომიძახეს, ამაში უცნაური არაფერია. მჯერა იტალია მსოფლიო ჩემპიონატზე გავა, სკუადრა აძურა ამას იმსახურებს. არ ვიცი როგორ მოხვდა გუნდი პლეი-ოფში, თუმცა რას ვიზამთ, ხდება ხოლმე. 

რობერტო მანჩინის ვესაუბრე და ყველაფერი კარგადაა. ფეხბურთში დებიუტი სწორედ მისი მწვრთნელობისას მქონდა და მინდა კარიერა მისი ხელმძღვანელობით დავასრულო.”-განაცხადა ბალოტელიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები პლეი-ოფში საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდა. სკუადრა აძურამ მუნდიალზე გასასვლელად ჯერ ჩრდ. მაკედონიას უნდა მოუგოს, ხოლო შემდეგ პორტუგალია – თურქეთს შორის გამარჯვებულს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *