მარტინ კასტროჯოვანის იტალიის ნაკრებში თამაშის უფლება არ ქონდა

არადა, მარტინ კასტროჯოვანი იტალიური რაგბის ლეგენდაა. 2002 წლიდან 2016 წლამდე მან სკუადრა აძურას კვართი 119-ჯერ მოიგო. კასტროჯოვანი არგენტინაში დაიბადა და იტალიაში სათამაშოდ და საცხოვრებლად 2001 წელს გადაბარგდა. მან მალევე მიიღო ამ ქვეყნის მოქალაქეობა და ნაკრებშიც დებიუტი 2002 წელს შედგა.

აღმოჩნდა, რომ არგენტინაში დაბადებულ მარტინს იტალიელი არა ბაბუა, არამედ დიდი ბაბუა, ანუ ბაბუის მამა ყოფილა, რომელიც სიცილიაში დაბადებულა და არგენტინაში საცხოვრებლად გადავიდა. მარტინის ბაბუა კი, დაბადებით არგენტინელი იყო და იტალიაში არასდროს უცხოვრია. ყოველივე აქედან გამომდინარე, ნატურალიზაციის კანონის თანახმად, მარტინ კასტროჯოვანის იტალიის ნაკრებში თამაშის უფლება არ ქონდა.

რატომ მოხდა ეს ლაფსუსი, არავინ იცის. თუმცა, ფაქტია, რომ ნატურალიზაციის კანონო რაგბიში შესაცვლელია. რაზეც ბოლო წლებში გახშირებული სკანდალებიც მოწმობს. სულ ახლახან, ამ კანონის დაღღვევისთვის ესპანეთის ნაკრები 2023 წლის მსოფლიოს თასიდან მოკვეთეს.

Leave a comment

Your email address will not be published.