მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) სენსაციური პრეს-რელიზი გაავრცელა:
„მას შემდეგ რაც ერთბაშად რამდენიმე დაინტერესებულმა მხარემ მოგვმართა, ჩვენი აღმასრულებელი კომიტეტი დაეთანხმა ექსპერტთა საკონსულტაციო ჯგუფის გადაწყვეტილებას, 2022 წელს განვიხილოთ კანაბისის (მარიხუანას) სტატუსი. დღეის მდგომარეობით კანაბისი შეჯიბრებებზე აკრძალულია და ეს აკრძალვა 2022 წლის ბოლომდე შენარჩუნდება“.
ვერაფერს იტყვი. რა პასუხს აძლევს მარიხუანას ლეგალიზების შემდეგ WADA იმ სპორტსმენებს, რომელთაც აკრძალული ნივთიერება სურდოს ან ხველების საწინააღმდეგო პრეპარატში აღმოაჩნდათ და ამის გამო სპორტს წლობით ჩამოაშორეს?!