მარკუს რაშფორდი: შეწყვიტეთ გუნდში უთანხმოების ძებნა

ინგლისელმა ჟურნალისტმა კრისტიან ფალკმა განაცხადა, რომ მარკუს რაშფორდს და ჰარი მაგუაიერს კრიშტიანუ რონალდუსთან უთანხმოება აქვთ. ამ ყველაფერს რაშფორდმა ტვიტერზე უპასუხა და მცირე კომენტარით შემოიფარგლა.

“ახლა ჩვენ ამას ვაკეთებთ? გთხოვთ შეწყვიტეთ გუნდში უთანხმოების ძებნა.”-განაცხადა რაშფორდმა სოციალურ ქსელში.

რაც შეეხება მანჩესტერს, რანგნიკის შეგირდები პრემიერლიგაში 43 ქულით მე-4 ადგილზე არიან, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში კი მადრიდის ატლეტიკოს შეხვდებიან, რომელსაც ჯერ 24 თებერვალს, შემდეგ 17 მარტს დაუირისპირდებიან.

Leave a comment

Your email address will not be published.