მორიგი სენსაცია მსოფლიო ჩემპიონატზე. მაროკოს ნაკრებმა 1/4 ფინალში პორტუგალიის ეროვნული გუნდი დაამარცხა და პირველი აფრიკული გუნდი გახდა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალში გავიდა.
მაროკოელებს ქება და ქება. გუნდმა დაცვაში შესანიშნავად ითამაშა, შეტევაში შანსებიც შეიქმნა და ერთხელ გაიტანა კიდეც. მაროკო პირველი ტაიმის მეორე ნახევარში გააქტიურდა და ენ-ნესირიმ 41-ე წუთზე თავით შეაგდო. აღსანიშნავია მეკარე დიეგო კოშტას შეცდომაც, რომელიც არცთუ დამაჯერებელი იყო.
1/8 ფინალის მსგავსად, ფერნადნუ სანტუშმა კრიშტიანუ რონალდუ დღესაც სათადარიგოთა სკამზე დატოვა, მე-7 ნომერი თამაშში 51-ე წუთზე ჩაერთო და ბევრი არაფერი გაუკეთებია. რონალდუს ყველაზე რეალური მომენტი მატჩის ბოლოს ჰქონდა, როცა ძლიერად დაარტყა, თუმცა ბურთი მეკარემ აიღო. სწორედ ასეთი გამოვიდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელისთვის, კრიშტიანუ რონალდუსთვის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი.
საბოლოოდ მაროკო 1:0 პორტუგალია და მუნდიალების ისტორიაში პირველად, საუკეთესო ოთხეულში აფრიკული გუნდი იქნება. მაროკოს ნაკრები 1/2 ფინალში ინგლისი – საფრანგეთის შორის გამარჯვებულს შეხვდება.
მაროკო 1:0 პორტუგალია
გოლი: ენ-ნესირი (41).