საფრანგეთი-მაროკოს ნახევარფინალი… მინდორზე ალბათ მამლებს ექნებათ სათამაშო უპირატესობა, მაგრამ ტრიბუნას ნამდვილად აფრიკელები მოიგებენ. საოცარი ცნობები ვრცელდება, 45 000 მაროკოელი იქნება ტრიბუნაზე, როცა ფრანგებს მხოლოდ 4000 გულშემატკივარი ეყოლებათო…
ანუ, 11-ჯერ მეტი მაროკოელი იქნება, ვიდრე ფრანგი.
ეს მაროკოულმა პრესამ გაავრცელა და ფრანგებმაც დაწერეს. რამდენად მართალია, გაირკვევა, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ მაროკოს მთავრობამ 30 სპეციალური რეისი დანიშნა ყატარისკენ, რათა რაც შეიძლება ბევრი გულშემატკივარი ჰყავდეთ. მთავრობამ 3 500 ბილეთი შეიძინა და უფასოდ გადასცა ხალხს.