მარსელოს ახალი ძველი გუნდი

ბრაზილიელი ფეხბურთელი მარსელო კარიერას ფლუმინენსეში გააგრძელებს. ინფორმაცია ფლუმინენსემ უკვე დაადასტურა. მარსელომ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე 1 წლით გაგრძელების პერსპექტივით გააფორმა.

მარსელომ კარიერა სწორედ ფლუმინენსეში დაიწყო. მშობლიური გუნდის ღირსებას იგი 2007 წლამდე იცავდა, შემდეგ კი მადრიდის რეალში გადავიდა, სწორედ რეალში თამაშით გააცნო მარსელომ თავი მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოებას.

2022 წლის ზაფხულში მარსელოს რეალთან კონტრაქტი ამოეწურა, რის შემდეგაც კონტრაქტი ოლიმპიაკოსთან გააფორმა. რამდენიმე კვირის წინ მარსელო თავისუფალი აგენტი გახდა, ახლა კი მშობლიური ფლუმინენსეს ფეხბურთელია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *