მარსელო რეალში კიდევ ერთი წლით დარჩა

იმ ფეხბურთელების შესახებ ბევრი დაიწერა, რომლებსაც ამ ზაფხულს რეალი უნდა დაეტოვებინათ. მათ შორის, მარსელოსაც ახსენებდნენ, თუმცა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი ანჩელოტის დანიშვნამ ძალიან გაახარა, რის გამოც დირექტორთა საბჭოს მიმართა მისი რეალში დარჩენა კიდევ ერთხელ განეხილათ. მარსელო რეალის აღმასრულებლებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და პასუხმაც არ დააყოვნა – შეეძლო არ ენერვიულა, ერთი წელი რეალში მას არავინ შეეხება…

აღსანიშნავია, რომ სეზონში ყველაზე მეტი შეხვედრა – 53 – მარსელომ 2014/15 წლებში ჩაატარა, როცა მისი მწვრთნელი ანჩელოტი იყო…

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *