მარსელო – 117 წელიწადში პირველად!

სერხიო რამოსის რეალიდან წასვლა გადაწყდა. გუნდის კაპიტანი კი, Marca-ს ცნობით, მარსელო გახდება. უკვე 15 წელია, რაც მარსელო რეალშია…

 

ვიცე-კაპიტანი იქნება კარიმ ბენზემა და შემდეგ – რაფაელ ვარანი.

 

აქ სხვა რამ არის საინტერესო: რეალს 1904 წლიდან არ ჰყოლია უცხოელი კაპიტანი. 117 წლის განმავლობაში!  (რა თქმა უნდა, ზოგადად კაპიტანი და არა ერთ-ორ მატჩში…)

 

რეალი 1902 წელს დაარსდა და პირველი უცხოელი კაპიტანი ჰყავდა ფედერიკო რევუელტო, რომელიც გახლდათ… გვატემალელი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *