სერია ა-ს 22-ე ტურში, ნაპოლიმ კრემონეზე მიიღო. აქ ფავორიტზე საუბარი უხერხულიც კია, მასპინძლები ჩემპიონობისკენ მიფრინავენ, სტუმრები კი – სერია B-კენ…
შესაძლოა ეს ქართველების დაპირისპირებაც ყოფილიყო, მაგრამ ლუკა ლოჩოშვილს ტრავმა აქვს და მოედანზე მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია ვიხილეთ.
კრემონეს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მატჩი შესანიშნავად დაიწყეს – თამამად უტევდნენ და მეტოქის კართან სიმწვავეს ქმნიდნენ. ამ დროს, როგორც წესი, დიდი ტალანტები გამოდიან და გოლს ქმნიან, რომელიც მატჩში გარდატეხას ახდენს. დიახ, ხვიჩა კვარაცხელიამ, ინდივიდუალური ოსტატობით, მის 22-ე იუბილეზე, 22-ე წუთზე, გოლი გაიტანა და ნაპოლი დააწინაურა.
ამის შემდეგ, პარტენოპეის საქმე გაუმარტივდა, ბურთიც დაიჭირა და მეტოქე მოედნიდან გააქრო. მეორე გოლი, სერია ა-ს ბომბარდირმა, ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა, მესამე კი – ელიფ ელმასმა.
საბოლოო ანგარიში 3:0
კვარაცხელია – 9 გოლი და 9 საგოლე პასი
1) ნაპოლი – 59 ქულა
2) ინტერი – 43 ქულა
ისიც სათქმელია, რომ ინტერს მატჩი თადარიგში აქვს…