ხორხე მასვიდალის მენეჯერმა მისი მებრძოლის მომავალზე ისაუბრა. BMF ქამრის მფლობელის ოქტაგონზე დაბრუნება გვიანი შემოდგომისთვის იგეგმება და მის მეტოქეებად ნიკ დიაზი და კოლბი კოვინგტონი განიხილება. ორივე შემთხვევაში ძალიან საინტერესო დაპირისპირებები გველის.
ნიკ დიზს 6 წელია არ უბრძოლია. მის დაბრუნებას MMA-ს გულშემატკივრები დიდი ინტერესით ელიან. მისი მასვიდალთან დაპირისპირება იმ მხრივაც იქნება დამაინტრიგებელი, რომ მასვიდალმა ნიკს უმცროსი ძმა გაულახა – მასვიდალმა BMF ქამარი სწორედ ნეიტის დამარცხების შემდეგ მოიპოვა.
რაც შეეხება კოლბის, მას და მასვიდალს დიდი ისტორია აქვთ. კოლბი და ხორხე გასულ წლებში ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ, კარიერის დასაწყისში ისინი ერთადაც კი ცხოვრობდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც კოლბი წარმატების გზას დაადგა მათი გზები გაიყო, მიზეზი კი კოლბის მიერ მთავარი მწვრთნელისთვის ჰონორარის არგადახდა იყო. მეგობრობიდან ერთმანეთის სიძულვილამდე – შესანიშნავი პრომო ბრძოლისთვის.