UFC 269-ზე ჩანიშნული ქვესაშუალო წონის სუპერ ბრძოლა, რომელიც ხორხე მასვიდალსა და ლეონ ედვარდს შორის უნდა გამართულიყო, ჩაიშალა – მიზეზი კი მასვიდალის ტრავმაა. მეტოქის გარეშე დარჩენილი ედვარდსი კი ყველამ მაშინვე აღნიშნული წონის ახალ ვარსკლავს, ხამზატ ჩიმაევს დაუკავშირა. ბუნებრივია, ხამზატმაც არ დააყოვნა და ბრძოლის სურვილი გამოთქვა. ხამზატის გამოწვევაზე ედვარს ჯერ-ჯერობით პასუხი არ გაუცია, თუმცა მასვიდალის ტრავმასა და ჩაშლილ ორთაბრძოლას ტვიტერზე გამოეხმაურა:
“იმედგაცრუებული ვარ, თუმცა გულწრფელად გითხრათ ვიცოდი, რომ მასვიდალს ჩემთან ბრძოლა არ უნდოდა. ის უბრალოდ სატიტულო გზაზე მეღობებოდა. მიზანი კი კვლავ უცვლელია. ახლა დროს ოჯახს დავუთმობ, კამარუ უსმან, მალე შევხვდებით”.