მასიმილიანო ალეგრი: გოლის ეპიზოდში შეცდომა დავუშვით

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში იუვენტუსი ვილიარეალს ესტუმრა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრა ტურინელთა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ შეაფასა.

“ვილიარეალის გოლის მომენტში შეცდომა დავუშით. კარგად ვიცოდით რას გააკეთებდნენ ესპანელები, თუმცა გატანის შანსი მაინც მივეცით. შეცდომები შეტევაშიც გვქონდა, თუმცა მიუხედავად ამისა ვთვლი, რომ კარგი მატჩი ჩავატარეთ. შანსები გვქონდა და ზოგადად თამაშით კმაყოფილი ვარ.” – განაცხადა ალეგრიმ.

აქვე გეტყვით, რომ იუვენტუსსა და ვილიარეალს შორის განმეორებითი შეხვედრა 16 მარტს ტურინში გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *