მასიმილიანო ალეგრი: რონალდუს ეხლა უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე 3 წლის წინ

კარგა ხნის ამბავია, რომ მასიმილიანო ალეგრი იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნდა. რამდენიმე საათის წინ მან პრესკონფერენცია გამართა, სადაც კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

“რონალდუ არაჩვეულებრივი და ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია. მას ვუთხარი, რომ წინ მნიშვნელოვანი სეზონი გველოდება და მისი მეიმედება. კრიშტიანუს ეხლა უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე 3 წლის წინ. გარდა ამისა, მან საუკეთესო თვისებები უნდა გამოავლინოს, რათა წარმატებას მივაღწიოთ. მან მოედნის გარეთაც გარკვეული თვისებები უნდა გამოაჩინოს.”-განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს იუვენტუსთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ტურინელები პორტუგალიელის მაღალი ხელფასის გამო, მისთვის ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებენ. შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს წინა გათამაშებაში რონალდუ 29 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *