მასობრივი უარი საჩოგბურთო ოლიმპიადას

24 ივლისს ტოკიოს ოლიმპიადაზე სტარტს აიღებს საჩოგბურთო ტურნირი, რომელიც 9 დღეს გაგრძელდება და 1 ივლისს დასრულდება.

null

მსოფლიო რეიტინგის N1 ჩოგანმა – ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ მისი თამაშის შანსები ტოკიოში 50/50-ეა.

„რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ ოლიმპიადაზე, ტრიბუნებზე მაყურებელს არ დაუშვებენ. ძალიან არასასიამოვნო ფაქტია ჩემთვის. ასევე საუბრობენ, რომ ოლიმპიურ სოფელში არაერთი შეზღუდვა იქნება. შესაძლოა არ მოგეცეს საშუალება სხვადასხვა სპორტის სახეობებს დავესწროთ და ჩვენს მეგობრებს ვუგულშემატკივროთ.
ოლიმპიადაზე მე ვერ შევძლებ, რომ თან წავიყვანო ჩემი გუნდის წევრები, მათ გარეშე კი წარმატების მიღწევა ძალიან გამიჭირდება.
ჯერ კიდევ არის დრო, უნდა დავფიქრდე. ამ მომეტისთვის შანსები 50/50-ია.“

null

ოლიმპიადაზე ასევე არ იასპარეზებს კანადელი ბიანკა ანდრეესკუ, რომელმაც 2019 წელს ამერიკის ღია პირველობა მოიგო.

„მე ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ კანადის სახელით მეთამაშა ოლიმპიადაზე, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი სხვადასხვა სირთულეების გამო იძულებული ვარ გამოვტოვო ტოკიოს ოლიმპიადა“.

უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში არაერთმა ჩოგბურთელმა იუარა ოლიმპიადაზე წასვლა.

ქალთა ბადე

სოფია კენინი

სიმონა ჰალეპი

სერენა უილიამსი

დარია კასატკინა

ბიანკა ანდრეესკუ

მამაკაცთა ბადე

რაფაელ ნადალი

სტენ ვავრინკა

მილოშ რაონიჩი

დომინიკ ტიმი

იანიკ სინერი

ნიკ კირიოსი

დენის შაპოვალოვი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *