ფული სენეგალს არ ანათებს

სხვადასხვა ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ქვეყნები: მდიდარი ყატარი და ღარიბი სენეგალი… მაგრამ კიდევ კარგი, ფეხბურთში ასეთი ამბები მინდორზე არ ისახება. ფული სენეგალს არ ანათებს.

სენეგალმა ყატარი თან დაინდო, თან არ დაინდო… 3:1 მოუგო, თუმცა აფრიკული არხეინობა რომ არ გამოეჩინა და არ მოშვებულიყო, უფრო დიდი ანგარიშითაც შეიძლებოდა გაემარჯვა. ასე კი, ვინ იცის, ბურთების შეფარდებაც დასჭირდეს ბოლო ტურში. ისე მიდის საქმე ჯგუფში, რომ თავისუფლად შეიძლება.

ერთი კი ნამდვილია: ასეთი სუსტი მასპინძელი ჩვენს მახსოვრობაში არ ჰყოლია მსოფლიო ჩემპიონატს. ყატარი ნამეტანია. აი, სენეგალთანაც მხოლოდ მეორე ტაიმის სამ-ოთხწუთიანი მონაკვეთი გაატარა შეტევაში, დანარჩენი იყო ყველაფერი უფერული.

ისე, პირველ ტაიმში ყატარელების სასარგებლოდ პენალტი შეიძლებოდა დანიშნულიყო და უცნაურია, რომ მსაჯმა სხვანაირად განსაჯა. ეს 0:0-ზე მოხდა.

ოთხი გატანილი გოლიდან სენეგალელთა მეორესა და მესამეს აღვნიშნავთ: ფამარა დიედიუს თავურიც ლამაზი გამოდგა და ბამბა დიენგის მიერ დასრულებული მრავალსვლიანი კომბინაციაც.

მოჰამედ მუნტარი კი ისტორიაში შევიდა, როგორც ყატარის პირველი გოლის ავტორი მსოფლიოზე.

საუკეთესო

იდრისა გეიე. სენეგალელთა ცენტრალური ნახევარმცველი კარგად აკონტროლებდა ბურთს და არაერთი მწვავე შეტევაც დაიწყო. კლასი კლასია. პსჟ-ში ლამაზი თვალების გამო კი არ ჰყავდათ…

ყატარი – სენეგალი 1:3

გოლები: 0:1 დია (41), 0:2 დიედიუ (48), 1:2 მუნტარი (78), 1:3 დიენგი (84)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *