“მას ყველაფერი აქვს,” – კუკურელია მუდრიკზე

ჩელსის მცველმა, მარკ კუკურელიამ ახალწვეულებზე: მუდრიკზე, ფელიშსა და მადუეკაზე ისაუბრა:

“ეს მნიშვნელოვანი ტრანსფერები იყო, რადგან მათ იციან შანსები როგორ შექმნან. მათ წინააღმდეგ თამაში ვარჯიშის დროსაც რთულია, ტოპ ფეხბურთელები არიან. მაგარია, რომ ჩვენთან თამაშობენ. გუნდს გამარჯვებებში დაეხმარებიან”

კუკურელიამ ხაზი მუდირიკის თამაშს ხაზი განსაკუთრებით გაუსვა

“ჭკვიანი ფეხბურთელია, ძალიან სწრაფი, მოედანზე ბევრი უნარი აქვს. ვფიქრობ, ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო გახდეს. ბევრი უნდა იმუშაოს და ახალ კლუბში ბედნიერი იყოს,” – თქვა მარკმა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *