“მას ჩემი ყოველთვის სჯეროდა” – ჭიკაძის ემოციური სიტყვები მეუღლეზე [VIDEO]

გასულ კვირას, გიგა ჭიკაძემ UFC-ს მთავარ ღონისძიებაზე ედსონ ბარბოსა დაამარცხა და ქართული MMA-ს ისტორიაში უდიდესი გამარჯვება მოიპოვა. ESPN-მა ამ ბრძოლის შემდგომი, კადრს მიღმა სიტუაცია გამოაქვეყნა, სადაც გიგას გამარჯვების შემდეგ მეგობრები და ოჯახის წევრები გამარჯვებას ულოცავენ.

საკმაოდ ემოციურია ვიდეოს ის მონაკვეთი, სადაც გიგა თავის მეუღლეზე და განვლივ გზაზე საუბრობს: “ყოველთვის, რასაც ვაკეთებდი, მე მქონდა მხარდაჭერა ერთი გოგონასგან, რომელსაც პირველად შევხვდი როცა 14 წლის ვიყავი. ეს გოგონა მოგვიანებით გახდა ჩემი მეუღლე და ყველაზე დიდი გულშემატკივარი. ამ გოგონას ჰქონდა მისი საქმე, მისი ოცნებები, მისი კარიერა და მან ჩემთვისაც ყველაფერი გაიღო. მას ჩემი ყოველთვის სჯეროდა, და როგორ შევძლებ მე ამ ყველაფრის უკან დაბრუნებას?!”

Leave a comment

Your email address will not be published.