მატეო ბერეტინის ტრავმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე

უიღბლო გამოდგა წლის შემაჯამებელი ტურნირი მატეო ბერეტინისთვის. პირველივე ტურის მატჩში იტალიელმა ჩოგბურთელმა მუცლის კუნთის ტრავმა მიიღო და ნაადრევად დაასრულა მატჩი ალექსანდრ ზვერევთან.

შეხვედრის სტარტზე უკეთესად გერმანელი ჩოგბურთელი გამოიყურებოდა, რომელიც იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე, მეტოქისაზე კი სტაბილურად მიდიოდა ბრეიკპოინტებამდე. 1, 3 და 7 გეიმებში საშას ჯამში 4 ბრეიკპოინტი ქონდა, თუმცა მათი რეალიზება ვერ შეძლო.
ვერგამოყენებული შანსების გამო კინაღამ დაისაჯა ზვერევი – მე-12 გეიმში, 5:6-ზე იტალიელმა ჩოგბურთელმა 2 ბრეიკპოინტი გამოიმუშავა, რომლებიც ავტომატურად სეტპოინტებიც იყო, თუმცა გერმანელი გადარჩა – მოიგერია ეს საფრთხე და სეტი ტაიბრეიკზე გადაიყვანა.

null

მე-13 გეიმის სტარტზე პირველი მინი ბრეიკი მატეომ შეასრულა და 4:2 გავიდა წინ, თუმცა გერმანელმა დროულად ამოქაჩა, წინ გასვლაც მოახერხა და მესამე სეტპოინტით სეტი საკუთარი გამარჯვებით დაასრულა 9:7.
მეორე პარტიის პირველსავე გეიმში ბერეტინის მუცლის კუნთის პრობლემა შეექმნა, ტკივილი გაძლიერდა, რის გამოც მატეოს ნაადრევად მოუწია მატჩის შეწყვეტა.

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა იტალიელი ჩოგბურთელი მეორე ტურში თამაშს, თუ მან ეს ვერ მოახერხა, მაშინ მისი ჩანაცვლება იანიკ სინერით მოხდება.

შეგახსენებთ, რომ წითელი ჯგუფის პირველ შეხვედრაში დანილ მედვედევმა 6:7 6:3 6:4 სძლია პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩს და დიდი ნაბიჯი გადადგა პლეიოფისკენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *