მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალში ხორვატიის ნაკრები არგენტინასთან 0:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, მედიასთან კომენტარი მატეო კოვაჩიჩმა გააკეთა, რომელმაც მსაჯების შეცდომებსაც გაუსვა ხაზი.
“მიჭირს საუბარი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ფინალში გავსულიყავით, თუმცა სამწუხაროდ დავმარცხდით. 2 მომენტი ჩემთვის გაუგებარი იყო, ჯერ როცა კუთხური არ დაგვინიშნეს, შემდეგ პენალტის ეპიზოდი. მსაჯებზე საუბარი არ მიყვარს, თუმცა დღეს ორი უხეში შეცდომა დაუშვა. ეს რადიკალური შეცდომებია, რომელიც ძვირად დაგვიჯდა.
ვიცოდით, რომ არგენტინის ნაკრები აგრესიულ ფეხბურთს ითამაშებდა. არგენტინას მესი ჰყავს, ის ფენომენალური ფეხბურთელია. მესის ვულოცავ ამ გამარჯვებას. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და ამ დროს ჩვენი კარის მიმართულებით სასაცილო პენალტი დანიშნეს. ახლა განახლებული ენერგიით უნდა ვიბრძოლოთ მესამე ადგილისთვის.” – ციტირებს კოვაჩიჩის სიტყვებს Sportske Novosti.
შეგახსენებთ, რომ დღეს მეორე 1/2 ფინალური მატჩი გაიმართება, სადაც საფრანგეთი მაროკოს შეხვდება, ფინალი კი 18 დეკემბრისთვისაა ჩანიშნული.