მატერაცი VS იბრა: არ დამამტვრევდა? მე დავამტვრევდი…

მარკო მატერაციმ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა. ინტერი-მილანი… შვედი გამეტებით, ფეხებით  დაეჯახა იტალიელ მცველს. მანამდე თანაგუნდელები იყვნენ ინტერში, მაგრამ არ მეგობრობდნენ.

„იბრაჰიმოვიჩი, როგორც პიროვნება, ინტერიდან წასვლის დროს გაიშიფრა. მისი წასვლიდან პირველივე სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, ასევე სერია ა-შიც პირველზე გავედით. იბრას ინტერში თამაშისას უკვე აღარ სჯეროდა გუნდის და ფიქრებით ბარსელონაში იყო. იმ უცხოპლანეტელებთან, მესისთან, ჩავისთან და ინიესტასთან ერთად. იბრა ფიქრობდა, რომ ბარსაში ლიგას მოიგებდა, მაგრამ პირიქით მოხდა.

…შეჯახება? მას რომ არ დავემტვრიე, მე დავამტვრევდი. დროის ამბავი იყო. აი, ჩემპიონთა ლიგა კი მაინც ვერ მოიგო“.

მატერაცი რუსეთში იმყოფებოდა ლეგენდების თასზე და ზლატანზეც იქაურ ტელევიზიაში ისაუბრა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *