მაურისიო პოჩეტინო: ამ წყვილში ფავორიტი არ არსებობს

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პსჟ მადრიდის რეალს უმასპინძლებს. მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით ფრანგთა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ისაუბრა.

“ორივე გუნდზე თანაბარი ზეწოლაა. ამ წყვილში ფავორიტი არ არსებობს. მადრიდის რეალს დიდი პატივს ვცემ, დიდი კლუბია, რომელმაც ყველაფერი მოიგო. ფეხბურთელების კლასიდან გამომდინარე, პსჟ – რეალი შეიძლებოდა ჩემპიონთა ლიგის ფინალი ყოფილიყო. 

ჩვენ მუდამ გამარჯვებას ვცდილობთ. მართალია რეალის მსგავსი გამოცდილება არ გვაქვს და არც მათსავით ტიტულოვანი გუნდი ვართ, თუმცა აუტსაიდერის როლში ყოფნას არ ვაპირებთ. ჩემი გუნდის მჯერა.”-განაცხადა არგენტინელმა.

Leave a comment

Your email address will not be published.