მაურისიო პოჩეტინო: მესი მსოფლიოში საუკეთესოა, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლიგა 1-ის 23-ე ტურში პსჟ-მ ლილს 5:1 მოუგო. ამ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ლეო მესი, რომელმაც თავი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მატჩის შემდეგ თანამემამულეზე მაურისიო პოჩეტინომ ისაუბრა.

“მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია, ამაში ეჭვი არ მეპარება. ისევე როგორც ყველა სხვა ფეხბურთელს, მასაც დრო სჭირდება ადაპტაციისთვის. მესის კორონავირუსის გამო 1 თვე გაუცდა და ასეთ შემთხვევაში საუკეთესო ფორმის დაბრუნება ადვილი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ლეომ კვლავ ასეთი მონდომებით გააგრძელოს მუშაობა.”-ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს Goal-ი.

მესი პსჟ-ს ღირსებას შარშან ზაფხულიდან იცავს, ამ სეზონში არგენტინელმა 19 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. პსჟ ლიგა 1-ს 56 ქულით ლიდერობს და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მადრიდის რეალს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *