მაქსის მასტერკლასი და როდრიგეზი დამარცხებულია [VIDEO]

წლის საუკეთესო ორთაბრძოლას კიდევ ერთი კანდიდატი შეემატა – დღევანდელი ივენთის მთავარმა ბრძოლამ მოლოდინები გაამართლა. მაქს ჰოლოვეიმ და იაირ როდრიგეზმა ნამდვილი ომი გვაჩვენეს ოქტაგონზე. საბოლოოდ ხუთრაუნდიანი უკომპრომისო ორთაბრძოლის შემდეგ, მსაჯების გადაწყვეტილებით ჰოლოვეიმ გაიმარჯვა.

აღნიშნული დაპირისპირება ერთგვარ სტილების ჯახად მოიაზრებოდა – მაქსის კრივი და იაირის ტაიკვანდო. პირველ რაუნდში სწორედ თავიანთი საუკეთესო იარაღების გამოყენება დაიწყეს მებრძოლებმა – ჰოლოვეიმ ხელით არაერთი ძლიერი დარტყმა გაუტარა მეტოქეს, თავისმხრივ როდრიგეზიც აქტიურად მუშობდა ფეხის დარტყმებით. საბოლოოდ ბრძოლა ისე გახურდა, რომ მებრძოლებმა ჭიდაობაც კი დაიწყეს და ბრძოლამ პარტერში არაერთხელ გადაინაცვლა. თუ რაოდენ აქტიური და ეფექტური ორთაბრძოლა იყო, ამაზე მებძოლების დაზიანებებიც მეტყველებს.

ბრძოლის შემდგომ, მაქსმა და იაირმა ერთმანეთის მიმართ დიდი პატივისცემა გამოხატეს და ინტერვიუშიც ორივემ ხაზი გაუსვა მეტოქის საოცარ საბრძოლო სულს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *