მაშინ დავინახე ჩემი თავი ბაიერნში…

ლივერპულის უკვე ყოფილი ვარსკვლავი, სადიო მანე, მიუნხენში ჩავიდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა. შემდეგ კი ბაიერნის მაისურში გამოწყობილი დაენახა საზოგადოებას. მანე რეკორდმაისტერთან მალე ოფიციალურად გააფორმებს კონტრაქტს, რომელიც სამწლიანია და 35 მილიონი გირვანქა დაჯდება.

გერმანულ ბილდთან საუბარში მან თქვა: „როცა აგენტმა ბაიერნის ჩემს მიმართ ინტერესზე მითხრა, ძალიან ავღელდი. მაშინვე დავინახე საკუთარი თავი იქ. ბაიერნი ხომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, რომელიც ყოველთვის ყველა ტიტულისთვის იბრძვის.“

No description available.

Leave a comment

Your email address will not be published.