მახაჩევმა გრინი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა [VIDEO]

დღეს გამთენიოს გამართულ, UFC Vegas 49-ზე, მთავარ ბრძოლაში, ისლამ მახაჩევმა ბობი გრინი პირველივე რაუნდში დაამარცხა. აღნიშნულ ქარდზე, მახაჩევის წინააღმდეგ მსუბუქი წონის ტოპ კონტენდერს, ბენილ დარიუშს უნდა ებრძოლა – მათში გამარჯვებული კი, დიდი ალბათბით, სატიტულო ბრძოლას მიიღებდა. თუმცა ეს დაპირისპირება არ შედგა – დარიუში ბრძოლას ტრავმის გამო გამოეთიშა. მეტოქის გარეშე დარჩენილ მახაჩევთან ბრძოლის სურვილი ბობი გრინმა გამოთქვა, რომელმაც სულ რაღაც 2 კვირის წინ იჩხუბა და გაიმარჯვა.

დროის სიმცირის გამო, გრინი 70 კგ-ს დაფიქსირებას ვერ ახერხებდა, ამიტომაც ბრძოლა შეთანხმებულ წონაში 72.5 კგ-ში გაიმართა.

პირველი რაუნდის საწყისი წუთები დგომში მიმდინარეობდა, თუმცა მახაჩევმა იპოვა თუ არა მომენტი, მეტოქე მაშინვე პარტერში ჩაიყვანა, გააკონტროლა და მძიმე დარტყმებით, ბრძოლა ტექნიკური ნოკაუტით დაასრულა.

მახაჩევისთვის ეს ზედიზედ მე-10 გამარჯვებაა UFC-ში. შემდეგი ულაპარაკოდ სატიტულო ბრძოლაა, სადაც ასევე ზედიზედ 10 მოგებით, ჩემპიონი, ჩარლზ ოლივეირა ელოდება.

Leave a comment

Your email address will not be published.