კილიან მბაპეს მომავალი კვლავ გაურკვეველია. ფრანგი ამჟამად 15 დღიან შვებულებაშია. RTLFoot-ის ცნობით, პსჟ-ს წარმომადგენლებმა მასთან დაკავშირება სცადეს, რათა კონტრაქტის გახანგრძლივება შეეთავაზებინათ, თუმცა კილიანმა ტელეფონს არ უპასუხა.
მბაპეს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება. მისი დამატება მადრიდის რეალს სურს. აღსანიშნავია, რომ სამეფო გუნდში თამაშის სურვილს არც თავად ფეხბურთელი მალავს.
მბაპემ ეს ევროპის ჩემპიონატი აშკარად ჩააგდო, 4 მატჩში მან მხოლოდ 2 საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა თავი და შვეიცარიასთან პენალტების სერიაში გადამწყვეტი 11 მეტრიანი გააფუჭა.