მბაპემ პსჟ-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

საგა დასრულდა – კილიან მბაპემ პსჟ-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და მადრიდის რეალში არ გადავა. ფრანგმა პარიზელებთან ხელშეკრულება 2025 წლამდე გააფორმა.

მბაპე წელიწადში 100 მილიონ ევროს მიიღებს, ახალი კონტრაქტის გამო კი 300-ს. ეს ყველაფერი ბონუსური სისტემის გარეშე.

გეცოდინებათ, რომ მბაპეს გადაბირება ყველაზე მეტად მადრიდის რეალს სურდა. ზოგი მედიასაშუალების ცნობით, მეგავარსკვლავს და გუნდს შორის პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული იყო. მბაპე შესანიშნავ ფორმაშია. 23 წლის შემტევმა ამ სეზონში 45 მატჩი ჩაატარა და 36 გოლი გაიტანა.

პსჟ-მ საფრანგეთის ჩემპიონატი დამაჯერებლად მოიგო. გუნდი ჩემპიონთ ლიგას 1/8 ფინალიდან გამოეთიშა, სადაც რეალთან 2 მატჩის ჯამში 2:3 წააგო.

Leave a comment

Your email address will not be published.