კილიან მბაპემ პსჟ-ს ხელმძღვანელობას პირობები წაუყენა. ფრანგს პარიზელებთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება და გუნდში მხოლოდ 3 პირობის შემთხვევაში დარჩება. ნეიმარის გაყიდვა, ჰარი კეინის შეძენა და მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის დანიშვნა – სწორედ ამ პირობების შესრულების შემთხვევაში დარჩება კილიანი პსჟ-ში. ინფორმაცია OK Diario-მ გაავრცელა.
მბაპე შესანიშნავ ფორმაშია. კილიანმა პსჟ-ს რიგებში ამ სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა. იგი ასევე არაჩვეულებრივი იყო მსოფლიო ჩემპიონატზეც, სადაც საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ფინალში გავიდა და 8 გოლით ტურნირის ბომბარდირი გახდა.
შეგახსენებთ, რომ მბაპე წელს ზაფხულში რეალში გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა ფრანგებმა ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი და გაუმჯობესებული პირობები შესთავაზეს, რის შედეგადაც გარემარბი გუნდში დარჩა.